ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ცენტრის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა მოაწერეს. თანამშრომლობის შედეგად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსს გაივლიან.

„სასწავლო კურსი სამკვირიანია და პროექტის განხორციელებით, მსჯავრდებულები საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ მიიღებენ. რეგიონული ტექნოპარკებისა და ინოვაციების ცენტრების პერსონალის ჩართულობით გაიმართება ონლაინ შეხვედრები და პირველ ეტაპზე გადამზადდება 15 მსჯავრდებული CorelDraw-სა და 3D დიზაინში.

„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ მიზანია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და დასაქმება. მსგავსი ინიციატივები და აქტივობები კი მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ მათ დასაქმებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა