საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „მელიების” წევრებმა აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით - „თავისუფლება ნიკა მელიას - თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს” გამართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „მელიების” წევრებმა აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით „თავისუფლება ნიკა მელიას - თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს” გამართეს.

სასამართლოს ეზოში შემოსვლამდე აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება, რადგან ის არის უკანანო პატიმარი.

„შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე სამართალდამცავებს ავუხსენით, რომ კანონდარღვევა არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც შემოსვლა დავიწყეთ, პოლიციის მეორე ჯგუფმა მიიღო სხვა ბრძანება და დაიწყეს სრული სპექტაკლის ჩატარება. პერფორმანსი მაინც გავმართეთ, ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება, იმიტომ, რომ ის არის უკანონო პატიმარი და რაც მალე გააკეთებს ამას, მით უკეთესია ქვეყნისთვის”, - აღნიშნა მოძრაობა „მელიების” წევრმა ნიკა ნოზაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა