მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი გამართეს

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქტივისტებს მიტანილი ჰქონდათ ფლაერები წარწერით - „ივანიშვილი-გავრილოვის სამართლის კოდექსი“.

მოძრაობის წევრებს სახეზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების გამოსახულებიანი ნიღბები ეკეთათ.

როგორც „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ განაცხადა, ეს „პერფორმანსი ემსახურება იმის დემონსტრაციას, რომ საქართველოში ყველაფერი მოქმედებს გავრილოვ-ივანიშვილის დაკვეთით“.

„გავრილოვის დაკვეთით დააკავეს ნიკა მელია და სწორედ გავრილოვის ჩამოყვანის შემდეგ დაიწყო ის რეპრესიული პროცესები, რომელიც მიმდინარეობს“, - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა, რათა ბრალდებულმა დასწრება შეძლოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს