პაატა მანჯგალაძე - თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, ეს დამატებით სივრცეს გააჩენს მოლაპარაკებისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, ეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ძალიან წაადგება.

მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოებრივი აზროვნება ეყოფა და მელიას გაათავისუფლებს.

„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში პოზიტიური მოლოდინის ქონა უმადური საქმე იქნება. სურვილი მაქვს „ქართულ ოცნებას” ეყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება, აიღოს პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოს მელია. თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, ეს ძალიან წაადგება მოლაპარაკების პროცესს და დამატებით სივრცეს გააჩენს მოლაპარაკებისთვის.

კომპრომისი ვერ მოხდება ვადამდელი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, ნიკა მელია სწორედ ამიტომ ზის. თუ ხელისუფლებას წავახალისებთ, რომ ვინმეს მძევლად აიყვანენ და იმის გამოხსნისთვის რაღაცას გავცვლით, ეს იქნება ხელისუფლების წახალისება. ამას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ “ქართული ოცნების”, მოთხოვნები, რაც 5-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით აქვს”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო