საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც მხარეებმა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და თავდაცვის სფეროში ლატვიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ეგილს ლევიტსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მთავარ მისწრაფებას წარმოადგენს. ასევე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოს-თან ურთიერთთავსებადობის ამაღლების კუთხით, დემოკრატიზაციისა და თავდაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. ედგარს რინკევიჩს ლატვიის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე, ევროკავშირის სადამკვრივებლო მისიაში ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორისაა ჰიბრიდულ საფრთხეები და შავი ზღვის რეგიონში მზარდი სამხედრო არსებობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა