თინა ბოკუჩავა - ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც დღეს მოსამართლემ მელიას სასამართლო დარბაზში დაბრუნებაზე მიიღო, მთავარი გადაწყვეტილება 13 აპრილს არის მისაღები

ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო ნიკა მელია სასამართლო დარბაზში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მთავარი გადაწყვეტილება 13 აპრილს იქნება მისაღები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ნიკა მელიას სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ განაცხადა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა იმსჯელონ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელსაც არა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილი იღებს, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადეკვატურად აღიქვას ის როგორც ქვეყნის, ასევე მის წინაშე არსებულ საფრთხეებს.

„კარგად გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება ნინო ჩახნაშვილის გასაკეთებელი, ამ გადაწყვეტილებას მიღებს ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ის იმ ზიანს, რასაც ქვეყანა იღებს, მაგრამ, ასევე, ის პირადად რა საფრთხის ქვეშაც არის, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე მაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი, იმის გამო, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლების ვალდებულება ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ჰქონდა ივანიშვილის რეჟიმს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები იმედგაცრუებულები არიან, რომ ის ინსტიტუტები, რომლის რეფორმირებისთვის, ისინი ფინანსურ ინვესტიციებს ახორციელებენ, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად გამოიყენება.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ, რომ ფული ჩადონ ქვეყანაში, მაშინ როდესაც ამ ფულს რეჟიმი იყენებს, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, იმიტომ, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დიდი ინვესტიცია აქვთ ჩადებული, მათ შორის, ამ სასამართლოსა და ზოგადად საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში და როდესაც ხედავენ, რომ ეს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს დიდ იმედგაცრუებას და ისინი სიტყვებიდან და განცხადებებიდან, სადაც შეშფოთებას გამოხატავენ, გადავიდნენ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებსა და სანქციებზე,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს