ხატია დეკანოიძე - ნიკა მელია რომ პოლიტპატიმარია, ეს დადასტურებულია მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება და პოლიტპატიმრების არ არსებობა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ადასტურებს იმას, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარია.

ნიკა მელია რომ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დევნის ობიექტი და პოლიტპატიმარი, ეს დადასტურებულია მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ევროკავშირის გუშინდელი განცხადება არის ძალიან მძიმე, რომელიც გულისხმობს ფინანსური ასიგნებების შეჩერებას, სანამ არ იქნება რეალური მართლმსაჯულების რეფორმა. ეს ადასტურებს იმას, რომ ამ სასამართლოს მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, ნიკა მელიას გათავისუფლება და პოლიტპატიმრების არ არსებობა ნიშნავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით.

ჩვენი მთავარი მოთხოვნები, რაც მოლაპარაკებების დროს იყო, დღემდე ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩარჩოზე მსჯელობა. ორი სასიცოცხლო საკითხის დაკმაყოფილება არის ის მოლოდინი, რაც აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა, რათა ბრალდებულმა დასწრება შეძლოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს