ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მცენარეთა დაცვის სფეროში სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობას, მცენარეთა დაცვისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების განვითარებას და ასევე, ტყის მავნებლებთან ბრძოლის მეთოდებში გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგები და სემინარები გაიმართება და ასევე, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები საქმიანობის პოპულარიზაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

უწყების ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ მოაწერეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს