ნიკოლოზ სამხარაძე - ყველა ტრანშს, რომელიც ირიცხება საქართველოში, მოჰყვება გარკვეული პირობითობა - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია, ამიტომ ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა

ყველა ტრანშს, რომელიც ირიცხება საქართველოში, მოჰყვება გარკვეული პირობითობა - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია, ამიტომ მე ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ამ ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა,- ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის განცხადებას.

ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირისგან ფინანსური ტრანშის მიღების წინაპირობა სასამართლოსთან დაკავშირებული კანონის ვენეციის კომისიის შესაბამისად შეცვლა იყო. მისი თქმით, ევროკავშირს, საქართველოს მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია აქვს, თუმცა, მარტივია გადამოწმება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მასში ასახულია თუ არა.

„ზედმიწევნით არის შესრულებული ის პუნქტები, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან იყო რეკომენდებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უბრალოდ აიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, აიღოს კანონი და შეადაროს, შესრულებულია თუ არა ეს პუნქტები. აქედან გამომდინარე ეს ჩემთვის გაუგებარია, შეიძლება კომუნიკაციის პრობლემაა, შეიძლება რაღაც ვერ გაიგეს ან არასწორად გაიგეს, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მარტივია გადამოწმება შესრულებულია თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ნებისმიერი ადამიანი ამას ძალიან მარტივად მოახერხებს.

ყველა ტრანშს, რომელიც ირიცხება საქართველოში, მოჰყვება გარკვეული პირობითობა, ეს ევროკავშირისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ერთ - ერთი პირობა იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვეცვალა კანონი ვენეციის რეკომენდაციების პასუხად და ამის შემდეგ მოხდებოდა მეორე ტრანშის გადმორიცხვა. ჩვენ ეს კანონი შევცვალეთ ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად, 8 ოქტომბერს მივიღეთ ის, წინა პარლამენტი დასრულებული იყო და ამას ვერ გააკეთებდა, შესაბამისად, ახალ პარლამენტს მოუწია ეს. ეს რეკომენდაციები შესრულებულია, ამიტომ მე ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ამ ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა,"- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა