გიორგი ხელაშვილი - სასამართლო და პოლიტიკა ორი პარალელური პროცესია, მათ ფორმალური შეხება არ აქვთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ პროცესში შეიძლება გარკვეული კორექტივები შეიტანოს

სასამართლო და პოლიტიკა არის ორი პარალელური პროცესი, ერთმანეთთან მათ ფორმალური შეხება არ აქვთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეული კორექტივები შეიტანოს პოლიტიკურ პროცესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები მოწმობს, რომ რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლის გარდა არავინ იცის.

„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო და თქვენგან მოვისმინე, რომ გადაიდო. ერთი საინტერესო რამეა, თუ თქვენ მოუსმენთ ოპოზიციის განცხადებებს, მათ თვითონაც არ იციან თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ერთი ნაწილი ამბობს, რომ არ გამოუშვებენ, მეორე ნაწილი ამბობს, რომ გამოუშვებენ და დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არავინ იცის რა იქნება, გარდა მოსამართლისა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ კრიზისი შეიძლება განმუხტოს ან პირიქით დაამძიმოს, მაგრამ ეს ორი პროცესი ერთმანეთთან არაფერ კავშირში არ არის. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, პოლიტიკა არის მისგან დამოუკიდებელი,"- განაცხადა ხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო