საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება იმართება

საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება იმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე მღვდელმთავრები იმსჯელებენ მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზეც.

,,დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან, ეს არ არის უჩვეულო შეკრება ან პირველი პრეცედენტი. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს ეს უფრო გაფართოებული იქნება. დრო დაეთმობა მიმდინარე მოვლენების განსჯას, მღვდელმთავრები იმსჯელებენ მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე. დღეს შედეგებს და გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ, ეს იქნება განხილვის და მსჯელობის გარემო“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეხვედრის პარალელურად საპატრიარქოსთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა