FAO - მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - მარტში, გაიზარდა და 118.5 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.1%-ით აღემატება და 2014 წლის შემდეგ, ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს.

მათვე ცნობით, მარტის თვეში მცენარეულ ზეთზე ფასები 8%-ით გაიზარდა. ამავე თვეში, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია, რასაც წინ უძღოდა, ბიოდიზელის მწარმოებელ ინდუსტრიაში სოიოს ზეთზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა.

„3.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მიზეზი, კარაქსა და რძის ფხვნილზე, აზიის ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთში, გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა. მზარდ მოთხოვნასთან ერთად, ფასების აწევას ხელი შეუწყო, პროდუქციის მწარმოებელ რეგიონებში: ოკეანეაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პროდუქტების შემცირებულმა მარაგებმა.

თებერვალთან შედარებით, 2.3%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო ევროპაში აღდგომის დღესასწაულის სამზადისთ და ღორისა და ფრინველის ხორცის შემცირებულ მარაგებით. მსხვილფეხა საქონლის ხორცის ფასი უცვლელი დარჩა, მაშინ როცა წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასები შემცირდა.

ყველა სხვა პროდუქტისაგან განსხვავებით შემცირებულია, მარცვლეულისა და შაქრის ფასების ინდექსი. მარცვლეულზე ფასები 1.8%-ით ხოლო, შაქარზე ფასები 4.0%-ით შემცირდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ორივე პროდუქტის მაჩვენებლები, 2020 წლის ნიშნულს 26.5% (მარცვლეული) და 30%-ით (შაქარი) აღემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა