დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, იმ გეგმით არ წარიმართა, რაც თავიდანვე იყო განსაზღვრული

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში, ისევე როგორც ზოგადად მსოფლიოში, იმ გეგმით არ წარიმართა, რაც თავიდანვე იყო განსაზღვრული.

დეპუტატის აზრით, ეს სავარაუდოდ, საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობამ განაპირობა, რაც უნდა გააქტიურდეს.

მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტი, როცა მწარმოებლები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.

„ეპიდვითარება საყურადღებოა. დინამიკა არის მზარდი - შეინიშნებოდა ნახტომისებური ზრდა.

საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მინიმალური წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუკი საზოგადოების მცირე ნაწილი ამ წესებს არ დაიცავს, ისინი შეიძლება საზოგადოების უდიდესი ნაწილის ჯანმრთელობისთვის გახდნენ საფრთხე და ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ქვეშ. ამიტომ პასუხისმგებლობა ერთიანი უნდა იყოს. ვაქცინაციის პროცესი ბოლო პერიოდში საქართველოში გააქტიურდა. იმედი მაქვს, რომ იქნება მაქსიმალური ჩართულობა და დეფიციტს შევავსებთ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო