ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობა ქვეყანაში მყოფ უცხოელთათვის დაზღვევის პირობებს და წესებს დაადგენს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებს და წესებს დაადგენს. ასეთი საკანონმდებლო ნორმა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში აისახება, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააცნო.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების, შეკავებისა და მისი გავრცელების პრევენციული ზომების შემოღების მიზნით, ჯერ კიდევ შარშან მიზანშეწონილად ჩაითვალა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის შემოსვლისა და ყოფნისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულიყო ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები. სწორედ ამ მიზნით მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს №572 დადგენილება მიიღო. ამის შემდეგ კი, დღის წესრიგში საკანონმდებლო აქტის მიღების საკითხი დადგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო