ალუდა ღუდუშაური - როცა გიგი უგულავა ვინმეს „პლინტუსს“ ქვევით კვალიფიკაციაზე ლაპარაკობს, საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში მოიკითხოს ასეთი

მინდა გიგი უგულავას მოვუწოდო, თავი შეიკავოს და როცა ის ვინმეს „პლინტუსს“ ქვევით კვალიფიკაციაზე ლაპარაკობს, საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში მოიკითხოს ასეთი,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური „ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებას.

ღუდუშაური მიიჩნევს, რომ უგულავას განცხადებები „დანაშაულის ზღვარზე" გადის.

„მე მინდა მოვუწოდო ოპოზიციის ისეთ დესტრუქციულ სუბიექტებს, როგორიც არის მაგალითად უგულავა, შეეშვას და თავი დაანებოს საქართველოს ინსტიტუციების და საჯარო მოხელეების არა მარტო შეურაცხყოფას და „ბულინგს“, არამედ ცრუ ბრალდებებს. მისი ქმედება გადის დანაშაულის ზღვარზე, როცა ბატონი უგულავა შეფასებებში „აბულინგებს“ და პირად შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ პროკურატურას, როგორც ინსტიტუციას, არამედ პირად შეურაცხყოფას აყენებს პროკურორებს.

მინდა მას შევახსენო, რომ დღეს საჯარო დაწესებულებებში არ არიან დასაქმებული ისეთი ადამიანები, როგორიც არის თვითონ. როცა ის „ბულინგს“ ეწევა ერთ-ერთ პროკურორზე, ის პროკურორი არ არის მხილებული ბიუჯეტის და გაჭირვებული მოსახლეობის მილიონობით ლარის მოპარვაში და მითვისებაში. ამიტომ, მინდა მას მოვუწოდო თავი შეიკავოს და როცა ის ვინმეს „პლინტუსს“ ქვევით კვალიფიკაციაზე საუბრობს, საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში მოიკითხოს ასეთი,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ღუდუშაური მიიჩნევს, რომ თუ მას აქვს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მან უნდა გადაიხადოს გირაო და შესაძლებლობა ექნება დატოვოს საპატიმრო.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა