ივანე ჩხაიძის განმარტებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა გაიკეთეს, დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება აუცილებელი არ არის

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება აუცილებელი არ არის.

როგორც ჩხაიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული გვერდითი მოვლენა პირველი დოზის გაკეთებიდან 2 კვირის ვადაში ფიქსირდება.

„იმ ადამიანების დამატებითი კონტროლი, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და ა.შ. რომლებმაც უკვე აიცრეს, აუცილებელი არ არის. ის გვერდითი მოვლენა რომელიც აღინიშნა, დაფიქსირდა ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირის ფარგლებში. შესაბამისად, აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს 2-კვირიანი პერიოდი გავლილია. ამიტომ, ეს ადამიანები დამატებითი კვლევების ჩატარებას და ექიმის კონსულტაციას არ საჭიროებენ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ამავე ბრიფინგზე ჩხაიძემ „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებითად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ამ ვაქცინით ვაქცინაცია სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსთვის დაიწყება, მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

„სინოფარმზე“ მსჯელობა გუშინაც იყო და დღესაც გაგრძელდა. ძირითადი არგუმენტები იყო განხილული როგორც ამ ვაქცინის ეფექტურობასთან, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასევე იყო წარმოდგენილი ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა შეადარონ სხვადასხვა ვაქცინის გვერდითი მოქმედება და მოყვანილი იყო ამ ქვეყნების მაგალითი, რომ „სინოფარმი“ ყველაზე ნაკლები გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.

„სინოფარმი“ როგორც მოგეხსენებათ, საქართველოშია, მაგრამ საჭიროა როგორც სამედიცინო პერსონალის მომზადება, ისე აუცილებელია ტრენირება პერსონალის. ეს განსხვავებული ვაქცინაა, რადგან ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი დოზა ერთ ამპულაშია განთავსებული. ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. ვფიქრობთ, სინქრონულად, ამ პერიოდის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის დასკვნას გამოიტანს და ვფიქრობ, აპრილის ბოლოსთვის მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ვაქცინით საქართველოში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანების ტრენირებას, დაწესებულებების მომზადებას, მათ შემოწმებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, ვფიქრობთ, საქართველო სინქრონში იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და აპრილის ბოლოსთვის იქნება მზად „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის, მაშინ, როდესაც ჯანმოც მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჩხაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა