ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას ჯერჯერობით აძლევენ, თუმცა, თუ ახალი გარემოება გამოვლინდება, გადაწყვეტილებას გადახედავენ

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მსოფლიოში მსჯელობის საკითხია, თუ რა უნდა გააკეთონ 55 წლის ქვემოთ მყოფმა პირებმა, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ. აღნიშნულით, კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასხა.

როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას ჯერჯერობით აძლევენ, თუმცა, თუკი ახალი გარემოება გამოვლინდება, ისინი გადაწყვეტილებას გადახედავენ.

„ეს მთელ მსოფლიოში მსჯელობის საგანია, ჯერ ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, ჩვენც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. მაგალითად, გერმანიაში „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით 2 700 000 ადამიანია აცრილი, გერმანიის სახელმწიფო ამბობს, რამდენიმე კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ადამიანების იგივე, ან სხვა ვაქცინით აცრასთან დაკავშირებითო. ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რადგან მეორე დოზაზე არავითარი გართულება არ უნახავთ, რეკომენდაცია ისევ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრას გაუწიონ. ჩვენთან ჯერჯერობით არ არის დიდი რაოდენობით ადამიანი აცრილი 55 წლის ასაკის ქვემოთ, ჯერჯერობით ვუწევთ ამ რეკომენდაციას, თუმცა, თუ რამე შეიცვალა, ახალი გარემოება და სამედიცინო არგუმენტაცია გაჩნდება, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, ჯერ 15 მაისამდე მეორე დოზა არავის უწევს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, მეორე ჯერზე განსხვავებული ვაქცინა გაკეთდეს, კულუმბეგოვი პასუხობს, რომ „ჯერჯერობით, ესეც კვლევის თემაა“.

„პრეცედენტი, რომ განსხვავებული ვაქცინით მეორე დოზაზე აცრილიყო ვინმე, მსოფლიოში არ არის, თუმცა, ეს საკითხიც განიხილება და კვლევის საფუძველია. შესაძლებელია, მეორე დოზის გაკეთების შემთხვევაში უბრალოდ, ის მეორე დოზა სრულფასოვნად გახდეს გასაკეთებელი, ანუ ორივე დოზა. ეს საკითხები კვლევის პროცესშია და აუცილებლად დაზუსტდება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა