დეკანოზი შალვა კეკელია - მეუფე სტეფანეს ჩვენი მხრიდან აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა, რადგან კანონების და სჯულის მიხედვით, სწორად იქცევა

თუ ეს ადამიანები არ შეინანებენ, ბუნებრივია მათი საეკლესიო წესით განკვეთა მოხდება, - ასე ეხმაურება დეკანოზი შალვა კეკელია სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, დანიელის მიერ წირვის აღვლენას.

მისივე თქმით, მეუფე სტეფანე კანონების და სჯულის მიხედვით, სწორად იქცევა.

„სამი წლის წინ ჩავიტანე აღდგომის ცეცხლი სოფელში, როდესაც მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპისკოპოსი იყო. მთელი სოფელი და ჭყონდიდის ეპარქია დასაჯეს 40 დღით იმისათვის, რომ მათ აღდგომის ცეცხლი მიიღეს. დღეს ის ადამიანები, რომლებიც კანონზე საუბრობენ, ამას ესწრებოდნენ.

ეპისკოპოსმა სტეფანემ აუკრძალა ამ ადამიანებს ღვთისმსახურება თავისი მიზეზების გამო, ჩვენ ვხედავდით, რომ შეუვარდნენ ეპისკოპოსს და ესენიც მხარს უჭერდნენ, ამბობდნენ, რომ ტაძარში არ აუშვათ ეპისკოპოსი.

თუ ეს ადამიანები არ შეინანებენ, ბუნებრივია მათი განკვეთა მოხდება საეკლესიო წესით. მე თუ საეკლესიო კანონს ვარღვევ, არსებობს წესები, რომლითაც მღვდელმოქმედების უფლება გვიჩერდება.

მეუფე პეტრე ცუდ განწყობას თავად განაპირობებს, ისე დაალაგა ეს საქმე, რომ ბუნებრივად მის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი. მეუფე სტეფანეს ჩვენი მხრიდან აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა, რადგან კანონების და სჯულის მიხედვით, სწორად იქცევა”, - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო