ლევან იოსელიანის შეფასებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები პრობლემას ვერ აგვარებს

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის შეფასებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები პრობლემას ვერ აგვარებს.

როგორც იოსელიანი განმარტავს, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტი ვერ პასუხობს მთავარ პრობლემას - ეს არის სასამართლოსადმი ნდობა.

„ბოლო კვლევამაც დაადასტურა, რომ ჩვენი მოქალაქეები სასამართლოს არ ენდობიან. ამ უნდობლობას აქვს კონკრეტული მიზეზები, ჰყავს კონკრეტული ავტორები - სახელებითა და გვარებით, ვინც სასამართლოს რეპუტაცია ასეთ დღეში ჩააგდო. ყველას მიერ აღიარებული ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების მორჩილი მოსამართლეები გადმოიბარეს და საკუთარ სამსახურში ჩააყენეს“, - აღნიშნა იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც სამივე მოსმენით მიღებულია, რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა. აღნიშნული პროექტით ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესში შევიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა