ცენტრი „ემპათია“ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაციას გამართავს

“ქორთიარდ მარიოტ თბილისში” 9 აპრილს ცენტრი „ემპათიას“ მიერ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის, „2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია და სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენება საქართველოში - გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო სპეცოპერაცია?“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაცია 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც ცენტრი „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კვლევა შესრულებულია ცენტრი „ემპათიას“ ინტერდისციპლინური ჯგუფის მიერ. კვლევაში მონაწილეობდნენ ცენტრი „ემპათიას“ ექიმები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და იურისტები.

„აღნიშნული კვლევა ეხება საქართველოში, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, მის შედეგებსა და მომდევნო პერიოდში გამოძიების მიმდინარეობას. კვლევა, ასევე, მოიცავს სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შედარებით ანალიზსა და რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე კანონმდებლობის დასახვეწად.

ღონისძიება მოიცავს მისასალმებელ მიმართვას, ცენტრი „ემპათიას“ მომხსენებლების გამოსვლასა და დისკუსიას.

პრეზენტაცია ჩატარდება კოვიდ 19 - ის რეგულაციების სრული დაცვით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა