გაერო-ს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს სხდომა გოგიტა თოდრაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა

8 აპრილს გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს რიგით მესამე სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სხდომას გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე უძღვებოდა.

მათივე ინფორმაციით, ბიუროს სხდომის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა 2021-2023 წლებისთვის მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორების უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის (IAEG-SDG) და მდგრადი განვითარების მიზნების 2030 დღის წესრიგისთვის სტატისტიკაში პარტნიორობის, კოორდინაციისა და შესაძლებლობების განვითარების (HLG-PCCB) მაღალი დონის ჯგუფის ფორმირება და წევრების არჩევა.

შეხვედრაზე გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სტატისტიკისა და IAEG-SDG და HLG-PCCB ჯგუფების რეგიონალურ მნიშვნელობაზე და ბიუროს წევრებს მიღებული ნომინაციები და რეკომენდაციები გააცნო.

შეხვედრას ბიუროს წევრები, სხვადასხვა სტატისტიკის სამსახურებისა და გაეროს ESCAP სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური კომისიის ბიუროს თავმჯდომარედ, ორი წლის ვადით 2020 წლის 26 აგვისტოს აირჩიეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს