დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი, ლეგიტიმური და აბსოლუტურად კანონიერი

ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა არის სრულად მხარდაჭერილი, არის ლეგიტიმური და აბსოლუტურად კანონიერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქო მეუფე სტეფანეს მიერ გატარებულ ყველა ზომას მხარდაჭერას უცხადებს და ეს გაგრძელდება.

„დღეს არ იყო ისეთი ფორმატის შეხვედრა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. აქ უფრო იყო შეფასებითი მსჯელობები. პირველ რიგში, ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც ეპარქიაში მან განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი და არის ლეგიტიმური, აბსოლუტურად კანონიერი. ამიტომ ყველა იმ ზომის მხარდაჭერა გაგრძელდება, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო. ის გარკვეული დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი ტაძარში არ შეუშვეს - ეს შეფასებულია როგორც ამბოხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, მათ ვინც, მეუფე სტეფანესგან მიიღეს სხვადასხვა ეპიტამია, მიიღონ მღვდელმთავრის მიერ განჩინებული ეპიტამია, დაემორჩილონ მას და შეასრულონ ყველა ის მითითება, რომელიც ევალება სასულიერო პირს, რომ მღვდელმთავრისგან მიიღოს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელიაციას, ამას სინოდი მიიღებს და განიხილავს. სწორედ ამ აპელაციას უნდა დაელოდონ, მანამდე კი ვალდებულნი არიან მეუფე სტეფანეს მითითებებს, განკარგულებებს, კურთხევებს დაემორჩილონ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა