მთავრობის განკარგულებით, 126 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კიდევ 126 ეკომიგრანტ ოჯახს, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.

„ეკომიგრანტებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე, საცხოვრებელი 700-მდე ოჯახს უკვე დაუკანონდა. დაკანონების პარალელურად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით სააგენტო მათთვის სახლებს შეისყიდის“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 1500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს