მთავრობამ „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უწყების მიერ მომზადებული დადგენილება ითვალისწინებს მიწის ბალანსის შედგენას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვას და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას.

მათი განმარტებით, დადგენილება ხელს შეუწყობს მიწის ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაციონალურ გამოყენებასა და დაცვის უზრუნველყოფას.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, მონაცემთა ერთიან ბაზაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიხედვით მოხდება, სადაც აღირიცხება მათი საკადასტრო მონაცემებიც.

დადგენილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის მიწის ფართობების მონაცემები აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციამდე არსებული მდგომარეობით აისახება. საქართველოს მიწის ბალანსის შედგენა და, შესაბამისად, მისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის წარმოება 2004 წლის შემდეგ არ მომხდარა.

„მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება შემუშავებულია „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

„მიწის ბალანსი იქნება საჯარო და საბოლოო ვერსია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge, www.land.gov.ge), 2024 წლის 1 ივლისამდე გამოქვეყნდება“,-აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა