ნინო ლომჯარია - იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმის ირგვლივ პროცესი დასრულდება ისე, როგორც მნიშვნელოვანი და საჭიროა ქვეყნისთვის

ბერკეტები პროკურატურის ხელშია - თუ მათ აქვთ სურვილი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი და არ იყოს პატიმრობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეს ბერკეტები გამოიყენონ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, მას აქვს იმედი, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება და პროკურატურა გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"იმედი მაქვს, რომ ნიკა მელიას საქმის ირგვლივ არსებული პროცესი დასრულდება ისე, როგორც მნიშვნელოვანია და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის. მე მოლოდინი მაქვს, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მისი პატიმრობისთანავე მე ვთქვი, რომ არსებობს არაერთი სამართლებრივი გზა და ეს ბერკეტები არის სწორედ პროკურატურის ხელში, რომ თუ მათ აქვთ სურვილი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი, არ იყოს პატიმრობაში, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეს ბერკეტები გამოიყენონ და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება და პროკურატურა მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა, რათა ბრალდებულმა დასწრება შეძლოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს