პროკურატურის განმარტებით, აფგან მუხთარლიმ 2 თარჯიმანზე განაცხადა, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს, მას მესამე თარჯიმანი შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა და უწყება დატოვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გამოკითხვის დაწყებამდე, საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს გაესაუბრა, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნულის შემდეგ, ახალი თარჯიმანი მოიწვიეს, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. უწყების ცნობით, დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, მუხთარლიმ განაცხადა, რომ მეორე თარჯიმანიც ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნას.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მას კვლავ შესთავაზეს ახალი თარჯიმნის მოწვევა, რაზეც მუხთარლიმ უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა.

„მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე, მუხთარლი საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ თარჯიმანს გაესაუბრა, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს. საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოიწვიეს ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან კი ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე.

საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა. ა.მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ მისი გამოკითხვა გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 აპრილს“,-აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. თუმცა, როგორც მან და მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, გამოკითხვისას აზერბაიჯანულენოვანი თარჯიმანი არ იმყოფებოდა, რის გამოც დღეს გამოკითხვა ვერ შედგა. ადვოკატის განმარტებით, აფგან მუხთარლი მზად არის, თარჯიმნის უზრუნველყოფის შემთხვევაში, გამოძიებასთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო