საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწიეს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, უწყება მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ამ ოჯახების დასახმარებლად.

„საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ამ ოჯახების დასახმარებლად.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა