შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოში იტალიის  ელჩს უმასპინძლა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ იტალიის ელჩს ფონდის საქმიანობა გააცნო და როგორც იტალიელი, ასევე ქართველი მკვლევარების სამეცნიერო კვლევაში თანამშრომლობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის ამჟამად არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის სქემები მიმოიხილეს და მკაფიოდ დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

შეხვედრაზე, იტალიის ელჩმა ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილა. მხარეებმა ხაზგასმით დააფიქსირეს ორმხრივი საგრანტო სქემის გაფართოების მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა