ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების მოწესრიგება გრძელდება. საგზაო სამუშაოები ზღვისუბნის XI მ.რ. II კვ. N32, 32ა, 33 და 33ა კორპუსებთან მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ზღვისუბანში აქტიურად ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციას. რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ მისამართზე წყალარინების მოძველებული ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კაპიტალურად კეთდება გზა. საგზაო სამუშაოები ხვალამდე დასრულდება და ამ კორპუსებში მცხოვრები 240 ოჯახი კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო