მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე ბრალდებულებმა ჩვენებები შესაძლოა, ზეწოლის შედეგად შეცვალეს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი მიიჩნევს, რომ საქმეზე ბრალდებულმა სამმა პირმა, ჩვენებები შესაძლოა, ზეწოლის შედეგად შეცვალა.

როგორც თავად ამბობს, ამის ვარაუდის საფუძველს მას ის გარემოება აძლევს, რომ სამივე პირმა ჩვენება ერთდროულად შეცვალა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. რეალურად გაუკეთეს თუ არა მეგი ბაქრაძეს პირველ ხუთ წუთში ადრენალინი, ამის დადგენა ექსპერტიზის მირ შეუძლებელი იქნება.

„როგორც საგამოძიებო უწყებამ დღეს განგვიმარტა, მოინანიესო ამ ადამიანებმა თავიანთი დანაშაული იმ კუთხით, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მერე მივიდნენ და აღიარეს, ეს რომ მომხდარიყო ერთი პირის შემთხვევაში, მაინც დაუჯერებელი იქნებოდა, მაგრამ კიდევ რაღაც ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა იქნებოდა, რადგან ასეთი ფაქტებიც ხდება, მაგრამ სამი პირი ერთდროულად, შეთანხმებულად, ერთი და იგივე მიმართულებით, ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე დანაშაულს აღიარებდეს და ერთდროული სინანული მოუვიდათ სამივეს ერთად, ეს ბუნებრივია, დაუჯერებელია. ყველამ კარგად იცის, რომ რეზონანსული საქმეა, ამ საქმეზე აუცილებლად უნდა დადგეს პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების, მაგრამ ძალიან ცდება საგამოძიებო უწყება და ვახსენებ ჯანდაცვის სამინისტროს დღეს უკვე მეორედ, რომ თუ იმას ფიქრობს, რომ კონკრეტულ ექიმებზე, ექთნებზე, თუნდაც, უმცროს რეანიმატოლოგზე ხელის შეწმენდით, ის პირები ვისი რეალური პასუხისმგებლობაც შესაძლოა იყოს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის მიღმა ვერ დარჩებიან. ამით არ სრულდება გამოძიება და მინდა ყურადღება გავამახვილო - ის, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამი ბრალდებული გვყავს და ხვალ შესაძლოა, მეტი ბრალდებული გვყავდეს იგივე მუხლით ან დოკუმენტაციის გაყალბების მუხლით ბრალდებულები მოემატოს სისხლის სამართლის საქმეს, არ ნიშნავს იმას, რომ მთავარ კითხვაზე, რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი, პასუხი გაცემულია. გამოძიება ამ კუთხით აუცილებლად უნდა წარიმართოს.

ბუნებრივია, ის რომ ყველა ერთად მიდის და აღიარებენ ისეთ ფაქტს, რომელსაც საგამოძიებო უწყება ვერც ერთ შემთხვევაში, გამოძიების ეფექტურად წარმოების შემთხვევაშიც კი ვერ დაადგენდა, ვგულისხმობ იმას, რომ პირველ ხუთ წუთში გაკეთებული ჰქონდა თუ არა მეგი ბაქარაძეს ადრენალინი, ვერცერთი ექსპერტიზით ვერ დადგინდებოდა, რადგან ამის შემდგომ 15-20 წუთში რეანიმატოლოგმა გაუკეთა მას ადრენალინი, კლინიკა „იმედში“ არაერთხელ გაუკეთეს ადრენალინი და „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც“ გაუკეთეს, ბუნებრივია, როგორც ეს სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა. შესაბამისად, ექსპერტიზის შედეგად, მას სისხლში აღმოუჩნდებოდა ადრენალინი და ვერავინ მიხვდებოდა, რომ ეს პირველ ხუთ წუთში არ იყო გაკეთებული“, - განაცხადა ნინო ამაღლობელმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს