ბადრი ჯაფარიძე - ვთანხმდებით, რომ ბოიკოტი, ზიანს აყენებს ქვეყანას, ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ეს ხომ იძულებითი ნაბიჯია - ეს უნდა იყოს ბოლო ბოიკოტი

ეს უნდა იყოს ბოლო ბოიკოტი, როდესაც პარლამენტარები არ შედიან პარლამენტში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი განმარტებით, იზიარებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების ლოგიკას, რომ „ბოიკოტი არ არის ის ფორმა, რომელიც უნდა დაინერგოს ამ ქვეყანაში“.

„ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ბოიკოტი არ არის ის ფორმა, რომელიც კომფორტულია ქვეყნისთვის, ოპოზიციისთვის. ჩვენ, იმაზეც ვთანხმდებით, რომ ბოიკოტი, პირველ რიგში, ზიანს აყენებს ქვეყანას, ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ეს ხომ იძულებითი ნაბიჯია. ვიოლა ფონ კრამონმა იცის, რომ მაგალითად „ლელო საქართველოსთვის“ პირველ რიგში მოწადინებულია შედგეს პოლიტიკური შეთანხმება, ჩვენ შევიდეთ პარლამენტში და არ გაგრძელდეს ვითარების არანაირი ესკალაცია.

კრამონის განცხადებას აქვს აბსოლუტური ლოგიკა და ვეთანხმები, რომ ბოიკოტი არ არის ის ფორმა, რომელიც უნდა დაინერგოს ამ ქვეყანაში. ეს უნდა იყოს ბოლო ბოიკოტი, ვგულისხმობ, როდესაც პარლამენტარები არ შედიან პარლამენტში. ამის შემდგომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს იმგვარი სისტემითა და ადამინისტრაციის კონტროლის ქვეშ და ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვოს. ამიტომ, ეს უნდა იყოს ბოლო პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში, როდესაც პარლამენტარები არ შედიან პარლამენტში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო