9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან

სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით იკრიბებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ისინი ამ ფორმით კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს დაღუპულთა ხსოვნას.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური პარტიები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

"დღეს აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და ქედი მოვიხაროთ იმ პირების მიმართ, რომლებმაც თავი შესწირეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. აქ, ჩვენ, სხვადასხვა პარტიის პოლიტიკური ლიდერები ისედაც ვიკრიბებით ყოველდღიურად, იმისთვის, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვეებია კარვებში არიან და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ მიმდინარე რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს, განსაკუთრებით ბევრი ხალხი იქნება, რადგანაც 9 აპრილის დღეა",- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა