მეგი ბაქრაძის ბიძა - ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორც ვიცით, მეგი მარტო აიცრა - ამბობენ, რომ მეათე აიცრა, მაგრამ სავარაუდოდ პირველი აიცრა, - ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ბიძამ ტარიელ ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიების პროცესში ბევრი შეუსაბამო გარემოება იკვეთება.

„რაღა მეათეს გადაუღეს ის ინტერვიუ, რატო პირველს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს არ გაუკეთეს? მე არ მინახავს ვინმე გამოსულიყო და ეთქვას რამე, ინტერვიუ არ ჩანს საერთოდ. დროც არ ემთხვევა, მეგის რომელზე გაუკეთეს ვაქცინა ისიც არ ემთხვევა, მეგის აქვს გაკეთებული 12:11 საათზე და ისინი ამბობენ, რომ პირველის ნახევარზე გაუკეთეს. შეუსაბამობები ძალიან ბევრია გამოძიების პროცესში. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ვიღაც ვიღაცები არიან დაინტერესებულნი, რომ ეს საქმე სწორად არ წარიმართოს, ვიღაცას, რაღაცას ხელს აფარებენ. ვფიქრობთ, რომ კლინიკის ხელმძღვანელობაც არის ჩარეული ამაში და უფრო მაღალი თანამდებობის პირები გარეული, რომ პროცესი არ ჩაიშალოს ვაქცინაციის“, - განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მეგი ბაქრაძეს სავარაუდოდ, ალერგიული ფონი ნოემბერში გრიპზე ვაქცინაციის დროსაც დაუფიქსირდა, ხოლო რას უკავშირდებოდა კონკრეტულად კოვიდის ვაქცინის პროცესში გადაღებულ კადრებზე მის სხეულზე ასახული სიწითლე, მისთვის უცნობია.

„არ ვიცით საიდან ჰქონდა დაწითლებები, ერთი რამ ვიცით, რომ სადღაც ნოემბერში გაუკეთებია გრიპის ვაქცინა და მაშინ გადასხმები დასჭირვებია, როგორც ვიცით, მის ავადმყოფობის ისტორიაში ესეთი რაღაცები არ ჩანს. მიმოწერაში ჩანს, რომ მაშინაც ჰქონდა ალერგიული ფონი, მეორე საკითხი კიდე, ავარიაზე ისე გაიკვირვეს, მაგრამ მაშინაც იქ მუშაობდა სანიტრის პოზიციაზე და ორი თვით იყო გაშვებული ბიულეტენზე სამსახურიდან. მაგრამ ეს ამბავი რომ მოხდა, თითქოს გაიკვირვეს, თურმე ავარიაში მოხვედრილაო. ვფიქრობთ, რომ უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ანაფილაქსიურ შოკზეა ლაპარაკი და იციან მართვა, მაშინ უნდა ემართათ ის სიტუაცია, სუსტი გოგოა სურათში რომ უყურებთ, მეუღლე რომ მივიდა გასიებული იყო საერთოდ“, - განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა