ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

ქვეყანაში არჩევნები პირველად, შერეული სისტემით ჩატარდა, რაც გულისხმობდა როგორც საარჩევნო ბიულეტენების გამოყენებით ასევე, ელექტრონულად ხმის მიცემის შესაძლებლობას.

„ბულგარეთში, შერეული სისტემით, პირველად ჩატარდა არჩევნები, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას აძლევდა, სასურველი კანდიდატისთვის ხმა, საარჩევნო ბიულეტენების საშუალებით ან ტექნოლოგიების გამოყენებით მიეცათ.

ჩემთვის, როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს ნოვაცია, თუ როგორ იმუშავა ამ ტექნოლოგიამ, ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, ვინაიდან მიმდინარე წელს, ჩვენს ქვეყანაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს