იაგო ხვიჩია - ფიზიკურად დავიღალეთ და გვინდა რაღაც დავამთავროთ

ჯერჯერობით ვერ ვხედავ ცვლილებებს იმაში, რამაც მოლაპარაკებას ხელი შეუშალა - „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ვნებებში ერთმანეთს ეჩხუბონ , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე.

მისი თქმით, „ამ ხალხს მოლაპარაკება არ უნდა“. შეუთანხმებლობის მიზეზი გულწრფელობის ნაკლებობაა, როცა მხარეები არ ამბობენ, მართლა რა უნდათ.

ხვიჩიას განმარტებით, „გირჩი“ დაიღალა და სურთ, რომ „რაღაც დაამთავრონ“.

„მეორე მხარის დამარცხება რომ უნდათ, გასაგებია. ოღონდ, დამარცხების ადგილი მოლაპარაკების მაგიდა არ არის. „ქართული ოცნების“ დამარცხებასთან დაკავშირებით ჩვენს საქმეს ჩვენი პარტნიორები არ გააკეთებენ, ეს ჩვენი გასაკეთებელია, არა მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ სხვაგან, სადაც მოლაპარაკებით უნდა მივიდეთ. ეს უნდა გავიგოთ, თორემ ისე რამდენიც გინდა ილაპარაკე, სადღეგრძელოსავით არის. ამიტომ ჩვენ დავიღალეთ, ფიზიკურად დავიღალეთ და გვინდა რაღაც დავამთავროთ - ვთქვათ: ჩვენ ამ რეჟიმში ვართ. თუ შეთანხმდებით, კი ბატონო, ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ გენაცვალეთ, შემოგიერთდებით, მაგრამ თუ ვერ თანხმდებით, ჩვენ ასეთი გეგმები გვაქვს“, - განაცხადა ხვიჩიამ და დასძინა, რომ გეგმებზე ვერ ისაუბრებს, რადგან აღნიშნულზე „გირჩის“ ახალ ჯგუფში „გირჩის სამეფოში“ უნდა დაიწყონ დისკუსია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა