ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ მეგი ბაქრაძეს ნოემბერში გრიპის ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რითაც ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი უნდა დაინტერესდეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ გარდაცვლილ ექთანს მეგი ბაქრაძეს ნოემბრის თვეში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი. ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა გარდაცვლილი ექთნის ბიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ექთანს გასული წლის ნოემბერში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული და „გადასხმები დასჭირდა“.

კულუმბეგოვის თქმით, ის იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების შეფასების კომიტეტის წევრია, კომიტეტს კი, მეგი ბაქრაძის ისტორიის დოკუმენტაციაზე წვდომა ჰქონდა და პირადად მას, მსგავსი ჩანაწერი არ უნახავს.

„ეს გარემოება ნამდვილად არის ძალიან საყურადღებო ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. ჩვენს პროტოკოლში, რომელიც დამტკიცებულია, როგორც ალერგიული რეაქციების მართვის სამოქმედო გეგმა, ცალსახად მითითებულია ყვითელი, ანუ ძალიან სერიოზული სიფრთხილის ზონა. ამ ბრიგადაში არსებული ექიმი აუცილებლად ითხოვს, როდესაც ამას გამოარკვევს და ამის შესახებ, თუ ის ფლობს ინფორმაციას, აცრა გადაავადოს და პაციენტი ჯერ ალერგოლოგ - იმუნოლოგთან გაგზავნოს. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც, სხვა, არაკოვიდ ვაქცინაზე ოდესმე ჰქონიათ ალერგიული რეაქციები. ამიტომ, ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანები და მათ სურვილი აქვთ ვაქცინაცია გაიკეთონ, ჯერ აუცილებელია კონსულტაცია გაიარონ იმისათვის, რომ ყველა შესაძლო ნიუანსი გამოიკვეთოს და მერე გაკეთდეს კოვიდ - 19-ის ვაქცინაცია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ვისაც გრიპის ვაქცინა აქვს გაკეთებული და „მშვიდობით გადაიტანა“, ოთხი კვირის შემდგომ ნებისმიერი სხვა ვაქცინის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგინეს.

„ამიტომ, ამის გამო ადამიანებს არ შეეშინდეთ. გრიპსა და კოვიდს შორის დაშორება თუ ერთი თვე იქნება, ეს აბსოლუტურად მისაღებია ვაქცინისთვის“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო