„ევროპული საქართველოს“ წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, 9 აპრილი უმნიშველოვანეს თარიღად დარჩება.

"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშველოვანესი დღეა და მომავალშიც დარჩება უმნიშველოვანეს თარიღად. პირველ რიგში, ტრაგიკული დღეა, ამ დღეს ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის ამ რეპრესიულმა მანქანამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ამავე დროს, ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეა, ამ ტრაგედიის ფონზე, არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა თავისი ხალხისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით ვიყოთ ამ ბოროტების იმპერიის - საბჭოთა კავშირის ან მისი მემკვიდრის, კონტორლის ქვეშ", -აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო:"ევროპული საქართველოს" წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს