გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“ ნებისმიერ შეთანხმებას არ დათანხმდება - თავის მოტყუებას არ ვაპირებთ, დავეთანხმებით იმას, რაც გონივრულ კომპრომისად მიგვაჩნია

თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც გონივრულ კომპრომისად მიგვაჩნია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესაძლო გამართვასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მან ჯერ არ იცის, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, თუმცა აღნიშნავს, რომ საკვანძო საკითხი კვლავ არის მისვლა ნორმალურ, ვადამდელ არჩევნებამდე.

„მე, როგორც მოქალაქეს, ჩვენ პოლიტიკურ გაერთიანებას - „ევროპულ საქართველოს“ და პარტნიორებს დემოკრატიულ ოპოზიციაში გვაქვს ამოცანა, რომ დიახ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივაღწიოთ შეთანხმებას, ვიყოთ ერთდროულად მოქნილები და მზაობაში მყოფი და ამავე დროს პრინციპულები იმ საკითხზე, რაც მიგვაჩნია აუცილებლად კრიზისის გადასალახად. აუცილებლად მიგვაჩნია ყველა იმ პუნქტზე, რომელზეც პრეზიდენტმა მიშელმა დადო და ჩვენც დავეთანხმეთ, უნდა იყოს გონივრული შეთანხმება და წინსვლა, მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი - მელიასი და რურუასი და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის, რეგულაციების და წესების არსებითი შეცვლა. საკვანძო საკითხი არის მისვლა ნორმალურ, ვადამდელ არჩევნებამდე. თუ ვინმე ასე თვლის, რომ ნებისმიერ შეთახმებას დაეთანხმება „ევროპული საქართველო“, ეს ასე არ არის. ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც გონივრულ კომპრომისად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ის მომავალ კვირაში ელოდება „ამ მოჯადოებული წრის გახსნის მექანიზმს, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება“.

როგორც ვაშაძემ განმარტა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფასილიტატორებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, ის მომავალი კვირისთვის მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ელის - შეიძლება დასახელდეს მესამე რაუნდის დაწყების გარკვეული თარიღი, შეიძლება დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, ან პირდაპირ მოლაპარაკება დაინიშნოს მომავალ კვირას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა