იაგო ხვიჩია - „გირჩის“ სამეფოს ვაკეთებთ, მეფე ჰერმან პირველი საბოა - ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება და დავის განმხილველი გვეყოლება

„გირჩის“ სამეფოს ვაკეთებთ, სადაც ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება, დავის განმხილველი გვეყოლება, რომელიც ჩვენ შორის კონფლიქტებს მოაგვარებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩის“ სამეფო თავისუფალი ადამიანების სივრცეა, რომლის მეფე ჰერმან პირველი საბოა.

„ფიზიკურად დავიღალეთ და რაღაც გვინდა დავამთავროთ. თუ შეთანხმდებით, კი ბატონო, შემოგიერთდებით, მაგრამ თუ ვერ თანხმდებით - ჩვენ ასეთი გეგმები გვაქვს... დღეს სამწუხაროდ, ამ გეგმებზე ვერ გეუბნებით, მაგრამ დავიწყებთ დისკუსიას „გირჩის“ ახალ ჯგუფში, „გირჩის“ სამეფოში, სადაც მხარდამჭერები არიან და მხარდამჭერებთან ერთად მთელ პროგრამას გავივლით, თუ რასაც გავაკეთებთ.

დიახ, მეფე ჰერმან პირველი საბოა. ამ დისკუსიასთან ერთად, ამ ჯგუფში მოხვედრისთვის საჭიროა, რომ ერთი ფულადი ერთეული „გირჩის“ ვალუტა გქონდეს. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საზოგადოების შექმნას ამ სახელმწიფოში, იმისთვის, რომ ჩვენნარი საზოგადოება გადარჩეს, საჭიროა ერთმანეთი დაინახონ, ამიტომ ჩვენ „გირჩის“ სამეფოს ვაკეთებთ, სადაც ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება, დავის გამხილველი გვეყოლება, რომელიც ჩვენ შორის კონფლიქტებს მოაგვარებს. ჩვენ გვინდა თავისუფალი ადამიანებისთვის სივრცე შევქმნათ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

იხილეთ ვიდეო:„გირჩის“ სამეფოს ვაკეთებთ, მეფე ჰერმან პირველი საბოა - ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება და დავის განმხილველი გვეყოლება - იაგო ხვიჩია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა