აკაკი ბობოხიძე - მეეჭვება, ქართულ ოცნებას“ გონიერება ეყოს და ნიკა მელია გამოუშვას

მეეჭვება, ქართულ ოცნებას“ გონიერება ეყოს და ნიკა მელია გამოუშვას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მელიას ციხიდან გათავისუფლება ხელისუფლებისთვის „ერთი დიდი თავის ტკივილის მოშორება იქნებოდა“.

„იქნება თუ არა მელია თავისუფალი, ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მეეჭვება, “ქართულ ოცნებას“ გონიერება ეყოს და ნიკა მელია გამოუშვას. ნიკა მელიას გამოშვება მათთვის ერთი დიდი თავის ტკივილის მოშორება იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ გონიერების არ მჯერა“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მან ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქმის ბოლომდე გამოძიების არ სჯერა.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ მუხთარლის საქმის გამოძიება ბოლომდე მივა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, შეუძლებელია ხელისუფლებამ საკუთარი დანაშაული გამოიძიოს. მუხთარლის საქმე არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში და ერთ-ერთი ლაქა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას მოაცხო“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 8 აპრილს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. თუმცა, როგორც მან და მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, გამოკითხვისას აზერბაიჯანულენოვანი თარჯიმანი არ იმყოფებოდა, რის გამოც დღეს გამოკითხვა ვერ შედგა. ადვოკატის განმარტებით, აფგან მუხთარლი მზად არის, თარჯიმნის უზრუნველყოფის შემთხვევაში, გამოძიებასთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.

იხილეთ ვიდეო:აკაკი ბობოხიძე - მეეჭვება, "ქართულ ოცნებას" გონიერება ეყოს და ნიკა მელია გამოუშვას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა