საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ლიეტუვას რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიეტუვას ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას არვიდას ანუშაუსკასმა უმასპინძლა.

კოლეგასთან საუბრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის ლიეტუვას თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

“გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში ლიეტუვას ჩართულობა, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და თავდაცვის ტრანსფორმაციაში ლიეტუვას მხარდაჭერა, ასევე თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით - ის საკითხები იყო, რაზეც კოლეგებმა გაფართოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრები დელეგაციის წევრებთან ერთად ანტაკალნისის სასაფლაოზე გაემგზავრნენ, სადაც 1991 წლის 13 იანვარს ლიეტუვას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ პატივი მიაგო დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართველი ოფიცრის საფლავი.

დათიკო მაჭავარიანი 1918 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში და მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლებში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ის ემიგრაციაში პოლონეთში გადავიდა. დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა