გიორგი ვაშაძე - საქართველო დღეს დიდი გამოწვევების წინაშეა, სამწუხაროდ, ისევ გახლეჩილია ერი

დამოუკიდებლობის გზა, რომელიც 30 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გრძელდება. რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, საზოგადოება დღეს ისევ გახლეჩილია.

„პირველ რიგში, გამოვხატოთ მადლიერება ყველა იმ ადამიანთა მიმართებაში, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენ დამოუკიდებლობაში. გილოცავთ 9 აპრილს, 9 აპრილი არის დღე, როდესაც აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა, ეს არის დღე, რომელიც არის ეროვნული თანხმობის, ერთიანობის სიმბოლო. როდესაც ერთად ვდგავართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ.

ვფიქრობ, დამოუკიდებლობის გზა, რომელიც 30 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გრძელდება. რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ, უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, სადაც ძლიერი ოჯახები იქნებიან, ძლიერი ადამიანები.

საქართველოს თითოეული მოქალაქე იგრძნობს, რომ მისთვის ეს არის ქვეყანა, სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეუძლია. ეს გზა გრძელდება, ის დიდი ღვაწლი, რაც ჩადეს ადამიანებმა, საკუთარი სიცოცხლე შეწირეს ჩვენს დამოუკიდებლობას, ეს ჩვენ უნდა გავიაზროთ, როგორც მნიშვნელოვანი წინამძღვარი, რაც გასაკეთებელი გვაქვს. საქართველო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა, სამწუხაროდ, ისევ გახლეჩილია ერი, საზოგადოება. ეს დღე უნდა იყოს სიმბოლო, როდესაც ყველა ერთად ვართ“, - აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა