თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას სეიმის სპიკერთან შეხვედრა გამართა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის სამინისტროს დელგაციის წევრებთან ერთად, ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენმა უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ, მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პროცესში ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერასა და ჩართულობას.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გლობალური, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

იხილეთ ვიდეო:თავდაცვის მინისტრმა ლიეტუველ კოლეგასა და სეიმის სპიკერთან შეხვედრები გამართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა