ხათუნა ბურკაძე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე მნიშვნელოვანია პოლიტიკოსთა ახალი თაობის მეტად ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში

საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის თავისუფლებისათვის იბრძოლა. 9 აპრილის ტრაგედიის გმირებმა თავი შესწირეს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

როგორც ბურკაძე განმარტავს, დღეს გვიწევს გამკლავება მთელ რიგ საფრთხეებთან, რომელთა შორისაა ოკუპაცია და სიღარიბე.

„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი სრულდება. 9 აპრილის დიდი ტრაგედიიდან კი - 32 წელი. საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის თავისუფლებისათვის იბრძოლა. 9 აპრილის ტრაგედიის გმირებმა თავი შესწირეს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას. ერთ-ერთი უმთავრესი კითხვაა, თუ როგორ ვხვდებით ამ თარიღებს. დღეს გვიწევს გამკლავება მთელ რიგ საფრთხეებთან, რომელთა შორის ოკუპაცია და სიღარიბე რჩება უმთავრეს გამოწვევებად. ასევე, პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში გვიჭირს კომპრომისით საერთო შეთანხმებამდე მისვლა და ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა“, -განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

მისი თქმით, როგორც გამოწვევების, ასევე მიღწეული შედეგების ანალიზის საფუძველზე აუცილებელია იმაში გარკვევა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ სვლა შემდგომ წლებში, რომ საბოლოოდ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ.

„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსთა ახალი თაობის მეტად ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში. სწორედ ახალი ენერგიით, ახალი იდეებითა და ინიციატივებითაა შესაძლებელი საკითხების თვისობრივად სხვა ჭრილში დანახვა“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

როგორც ბურკაძემ აღნიშნა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და გლობალური კრიზისის თანმდევი გამოწვევები, თვისობრივად განსხვავებულ მიდგომებს განაპირობებენ.

„საქართველომ პოსტ-პანდემიურ საერთაშორისო სისტემაში თავისი ნიშით უნდა შეძლოს ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ეს კი დიდი იდეებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებას საჭიროებს. დეოკუპაციის ახალი სტრატეგიის შემუშავება, სამართლის უზენაესობა, ნატოსა და ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ახალი გზამკვლევების განვითარება, ახალი ეკონომიკური პროექტები, მათ შორის ციფრული ეკონომიკის მიმართულებით, განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეპტუალური ხედვის შემუშავება, ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების რეფორმირება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სისტემური ხედვის შემუშავება და თავდაცვითი, მათ შორის კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობა მეტად იყოს უზრუნველყოფილი და საქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს