აკაკი მინაშვილი - ნიკა მელიას პატიმრობის პირობებში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების სივრცე იზღუდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობის პირობებში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების სივრცე იზღუდება.

როგორც მინაშვილი განმარტავს, ქვეყანაში პოლტიკური დევნა უნდა შეწყდეს.

„თქვენ იცით, რომ ნიკა მელია არის „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომელიც არჩეული იქნა 20 ათასზე მეტი მხარდამჭერის მონაწილეობით. ის არის მთავარი მომლაპარაკებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მისი პატიმრობის პირობებში, ცხადია, მოლაპარაკებების სივრცე იზღუდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე მოხდეს ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი.

პოლტიკური დევნა უნდა შეწყდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სხვა მიმართულებებს გახსნის. ზოგადად, ნიკა მელიას პოზიცია ძალიან კარგად იცით, მარტო პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ იქნება შეთანხმების წინაპირობა“, -აცხადებს მინაშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა