„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, 9 აპრილი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დღეა. ეს იყო დღე, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა ანახეს უპრეცედენტო ბრძოლის მაგალითი, ეს იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ამავე დროს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და მუდმივია. ყველა თაობამ უნდა იკისროს ამ ბრძოლაში მონაწილეობის პასუხისმგებლობა“, - აცხადებს მინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა