ცენტრი „ემპათია“ - კვლევამ აჩვენა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს გამოკვლეულთა 76%-ს დაზიანებები სხეულის ზედა ნაწილში აღენიშნებოდა, რაც ნიშნავს, რომ ტყვიების სროლა დამიზნებით ხდებოდა

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევამ აჩვენა, რომ გამოკვლეულთა 76%-ს დაზიანებები სხეულის ზედა ნაწილში აღენიშნებოდა, რაც ნიშნავს, რომ ტყვიების სროლა დამიზნებით ხდებოდა.

მისივე თქმით, 20-21 ივნისის მოვლენები, რომელიც ე.წ. გავრილოვის ღამითაა ცნობილი, შეფასებულია, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული.

„ემპათიას“ კვლევა, 20 ივნისის მოვლენებს მიეძღვნა, რომელიც შემდგომში „გავრილოვის ღამითაა“ ცნობილი. მთავარ ამოცანას წარმოადგენდა გაგვერკვია - ეს სასტიკი სპეცოპერაცია იყო სადამსჯელო მიზნით, თუ ეს იყო გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის გამო. ასევე აღმოჩნდა კიდევ ორი ძირითადი პრობლემა - დაირღვა თუ არა საოკუპაციო კანონი. ამასთან, წარმოიშვა საკითხი, რამდენად იყო ლეგიტიმური შს მინისტრის მხრიდან პარლამენტის შიგნით ძალაუფლების განკარგვა, გამოძევება დეპუტატებისა და ჟურნალისტების, რომლებსაც საშვი ჰქონდათ. გარდა ამისა, კვლევაში სტატისტიკური მონაცემები არის, რომ 76%-ს გამოკვლეულთა დაზიანებები აღენიშნებათ სხეულის ზედა ნაწილში, რაც ნიშნვს, რომ ტყვიებით სროლა დამიზნებით იყო. თვითონ მოვლენაც შეფასებული იქნა, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, იყო არაადამიანური მოპყრობა! ასევე, კიდევ ერთი თავი გამოძიების არაეფექტურობის საკითხს ეთმობა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო