სალომე ზურაბიშვილი - გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით, ერთიანობით პატივი ვცეთ დღევანდელ დღეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება მხოლოდ ტიტების მიტანაში.

„9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას, ეს არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის მიმართ ბოლომდე შეგნება თუ რას ნიშნავს. გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით, ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა