ტოომას ჰენდრიკ ილვესი - თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ

„თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ“, - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, თუ რა აწუხებს ამჟამად ყველაზე მეტად საქართველოში მიმდინარე პროცესებში და აღნიშნა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს არ იზიარებს, ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა საჭირო არ არის.

„ვიტყოდი, რომ თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ. ეს ძალიან ელემენტარულია, იმის გათვალისწინებით, თუ რასაც დასავლეთის მიერ ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება წარმოადგენს, რაც მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. რატომ არ არის რუსეთი დასავლეთის ნაწილი? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არ აქვთ კანონის უზენაესობა და არც ადამიანის უფლებების პატივისცემა. რუსეთი არ ამბობს: ”ჩვენ გვინდა, დასავლეთის ნაწილი ვიყოთ”, პირიქით, ისინი ამას უარყოფენ - უარყოფენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობის პატივისცემას. ვგულისხმობ იმას, რომ თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, რისგან გამომდინარეც, თუ ამ ღირებულებებს იზიარებ, ევროკავშირში შესვლასა და ნატოში გაწევრიანებაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ კარგი; მაგრამ თუ არა, მაშინ ნუ შეწუხდებით! არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ სინამდვილეში, ევროკავშირის ღირებულებებს არ იზიარებთ“, - განაცხადა ილვესმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერები ციხეში არ უნდა ჩასვა.

„ეს იანუკოვიჩმა გააკეთა და ასე არ უნდა მოიქცეთ, უკრაინაში ასე მოხდა. ასე რომ, თქვენ ნამდვილად არ გსურთ მსგავსი რაღაცების გაკეთება“, - აღნიშნა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ვიდეო:ტოომას ჰენდრიკ ილვესი - თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს