აფგან მუხთარლი - პროკურატურას არ სურს ჩემი საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო - ყველამ იცის მე ვინც მომიპარა, ეს გააკეთა ხელისუფლებამ

პროკურატურას არ სურს ამ საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, პროკურატურამაც და ყველამ იცის მე ვინც მომიპარა, ეს გააკეთა ხელისუფლებამ, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მსგავსი ბრძანების შესრულება არ შეეძლო, ვინაიდან ის „უბრალო ფიგურაა“ და ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართავს.

„გუშინ პროკურატურამ მოიყვანა ორი მთარგმნელი, თუმცა მათ იცოდნენ მხოლოდ თურქული ენა, არ იცოდნენ აზერბაიჯანული და ამ ენებს შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ გამოკითხვაზე უარი განვაცხადეთ. გუშინდელ პროცესზე რაიმე სერიოზული კითხვები არ ყოფილა. გამოკითხვა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, მკითხეს, სად მომიპარეს და როგორ დამესხნენ თავს საღამოს. პროკურატურიდან დაგვირეკეს, რომ ახალი მთარგმნელი იპოვეს, ჩვენც ჩვენი მხრიდან ვიპოვეთ და მოვიყვანეთ მთარგმნელი. მე მანამდეც ბერლინში მივეცი ჩვენება, სადაც დავასახელე ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია, გამშვები პუნქტის უფროსი თუ სხვა. დღესაც მექნება მსგავსი ჩვენება. პროკურატურას არ სურს ამ საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, პროკურატურამაც და ყველამ იცის მე ვინც მომიპარა, ეს გააკეთა ხელისუფლებამ. გიორგი კვირიკაშვილს ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეეძლო, ის უბრალოდ ფიგურაა, ქვეყანას მართავს ივანიშვილი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბრძანება”, - აღნიშნა აფგან მუხთარლიმ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მისი გამოკითხვის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტი გაიმართება, რომლითაც ის გამომძიებლებს მისი გაუჩინარების ადგილს უჩვენებს.

„საგამოძიებო ექსპერიმენტზე არ დავთანხმებულვარ, ეს ჩვენი მოთხოვნა იყო და პროკურატურა დაგვთანხმდა. ეს ექსპერიმენტი დაკითხვის შემდეგ ჩატარდება. ვაპირებ ვაჩვენო, სად მომიპარეს და რა გზით მივყავდი. თავზე წამომაცვეს ტომარა, რომელსაც ჰქონდა ხვრელები და ვხედავდი გზის ნახევარს”, - აღნიშნა აფგან მუხთარლიმ.

იხილეთ ვიდეო:აფგან მუხთარლი - პროკურატურას არ სურს ჩემი საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა